წესები და პირობები
ზოგადი პირობები
Tag.ge საიტის ბაზაში ინახება, მხოლოდ თქვენს მიერ მოცემული საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც პროდუქტის შეკვეთის დროს ან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს თქვენ მიუთითებთ. პირადი ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი ბაზაში ინახება მხოლოდ შეკვეთის დასრულების მომენტამდე, ანუ სანამ მომხმარებელს არ გადაეცემა შეკვეთილი პროდუქტი. ერთადერთი პირადი მონაცემი რასაც გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში შევინახავთ ჩვენს ბაზაში არის თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც თქვენი სურვილისამებრ გამოგეგზავნებათ სიახლეები ჩვენს ვებ-გვერდთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მოხდება თქვენი ელექტრონული ფოსტის ჩვენს ბაზაში შენახვა.
ჩვენი ადმინისტრაცია, სრულიად იღებს პასუხისმგებლობას და გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი პირადი მონაცემები მესამე პირებს არ გადაეცემათ.
საბარათე მონაცემები
პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, Tag.ge არ ინახავს თქვენ საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ payze-ის (payze.ge) მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს “თიბისი ბანკის” დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს.
სხვა ინფორმაცია
რეგისტრაციის/საიტზე ავტორიზაციის წესები
1) მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის საიტზე რეგისტრაციის გვერდზე მითითებული წესების დაცვით.
2) მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია.
3) თუ მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემები არ იქნება რეალური და გამოიწვევს შეკვეთს შეუსრულებლობას, აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
წესები და პირობები
Tag.ge და დამკვეთი/კლიენტი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:
- Tag.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მის მმართველობაში მქონე ვებ-გვერდების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას.
- მომხმარებელი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია. Tag.ge-ის მომხმარებელი სარგებლობს საკურიერო მომსახურებით 5 ლარი თბილისი, 10 ლარი რეგიონებში.
შეკვეთის განხორციელება
მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია ონლაინ ან კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდით. დისტანციურად გადახდა ასევე, შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის მეშვეობით.
ვალდებულებები
Tag.ge ვალდებულია შეკვეთის გაფორმების მომენტიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს მომხმარებლისთვის შეკვეთის მიწოდება.
კლიენტი გადაწყვეტილებას ნივთის შესყიდვის შესახებ იღებს უშუალოდ პროდუქტის მიღების მომენტში, რა დროსაც კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვაზე და უკან დაიბრუნოს დეპოზიტის თანხა.
მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის კლიენტისთვის ჩაბარებისთანავე და დეპოზიტის სახით მიღებული თანხიდან დაიფარება ნივთის ღირებულება.
მომხმარებლის მხრიდან მიღებულ ნივთზე ქარხნული დეფექტის დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს Tag.ge-ის რათა მოხდეს ნივთის შეცვლა.
Tag.ge უზრუნველყოფს ხარისხის გარანტიას ყველა პროდუქტზე პროდუქტის შეძენიდან არაუმეტეს 10 დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის აღწერილობაში მითითებულია საგარანტიო ვადა, რომელიც აღემატება 10 დღეს.
კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
შეკვეთის მიღება
- დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და პარამეტრების შესაბამისობა საიტზე მითითებული შეკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
- თუ დამკვეთი მიიღებს შეკვეთას ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს და არ აყენებს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა შეთანხმებულ მდგომარეობაში; თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, დამკვეთი ვალდებულია აღნიშნული პრეტენზია წარადგინოს შეკვეთის ჩაბარების დღესვე, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს ერთი კალენდარული დღისა. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის უფლება ერთმევა.
- დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნა (პრეტენზია) კომპანიას წარედგინება წერილობითი სახით.
- თუ შეკვეთა ნაკლის მქონეა, დამკვეთის მიერ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენიდან გონივრულ ვადაში კომპანია იმოქმედებს საგარანტიო წესების შესაბამისად.
- ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ დაღუპვის შემთხვევაში კომპანია დამკვეთის დავალებით მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან.
- კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
- მხარეთა პასუხისმგებლობა
- თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
- მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
- კომპანია პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია გადამზიდი კომპანიის ან/და ონლაინ მაღაზიის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით.
- შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და უკან დაბრუნების პოლიტიკა
- პროდუქციაზე რომელზედაც ვრცელდება საგარანტიო პირობები, გამოვლენილი ქარხნული დეფექტის/ხარვეზის გამოსწორების საკითხები დარეგულირებულია შესაბამისი საგარანტიო სერვისით.
- სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში შეძენილი პროდუქციის შეცვლის ვადა შეადგენს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო დაბრუნების ვადა განსაზღვრულია 3 სამუშაო დღით, ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით.
- ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს იმ პირვანდელ მდგომარეობაში როგორშიც მომხმარებელმა შეძენისას მიიღო, თავდაპირველი შეფუთვისა და სასაქონლო იერსახის გათვალისწინებით.
- პროდუქციის გაცვლისა/დაბრუნებისათვის მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა.
- პროდუქციის უკან დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელზე ხდება შესაბამისი იდენტური თანხის უკან დაბრუნება, ხოლო შეცვლის შემთხვევაში დასაშვებია გაცვლა იდენტური ან განსხვავებული ღირებულების პროდუქციაზე. ფასთა შორის სხვაობას ერთი მხარე სრულად აუნაზღაურებს მეორეს.
- წინამდებარე პირობების გათვალისწინებით შეცვლა/დაბრუნებას დაქვემდებარებული პროდუქციის გამყიდვლის სავაჭრო ობიექტამდე მიტანას მომხმარებელი ახორციელებს საკუთარი ხარჯით და რესურსით.
- შეცვლა/დაბრუნება არ ექვემდებარება სააქციო პირობებით შეძენილი პროდუქციას.
· ფორს–მაჟორი
- არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, სოციალური აფეთქებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
- თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
- მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
- შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
- არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.
· კონფიდენციალურობა
- წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
- იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად.
- ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.
- ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად.
- დამკვეთი წინამდებარე წესებისა და პირობებზე თანხმობით უფლებას აძლევს tag.ge-ს ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.
· პრეტენზიები და დავები
- მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთნამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
- დავის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში კონსენსუსი მიუღწევლობის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არჩევით, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- მხარეები თანხმდებიან, რომ დავა განსახილველად გადაეცემა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
- იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
· დამატებითი პირობები
- ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე სამომხმარებლო წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- დადგენილი სამომხმარებლო წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.