“Big G Creative”-ის გამოშვების სამაგიდო თამაშში ერთი მოთამაშე თამაშობს ბანკის პოზიციას, დანარჩენი მოთამაშეები მძარცველებს, რომლებმაც სტრატეგიული და გუნდური სვლებით უნდა მოიპარონ ფული ბანკიდან. ბანკი აკონტროლებს დაცვის ფიგურებს, განგაშის სიგნალიზაციას და სხვა მრავალ მეთოდს, რათა დაამარცხოს მძარცველები. ხოლო მძარცველებმა გათვლილი და გონივრული სვლების მეშვეობით უნდა დაამარცხონ ბანკი და მისი დაცვის სისტემა.